პარიზში „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენეს
პარიზში „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენეს

პარიზში „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენეს. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მანიფესტაცია საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე ასეული აქტივისტია შეკრებილი.

„როიტერის“ ინფორმაციით, დილის საათებში რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა. ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის მოკიდების მცდელობებიც დაფიქსირდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება. არეულობის დროს კი პოლიციამ 33 ადამიანი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ 17 ნოემბერს „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციების დაწყებიდან ზუსტად ერთი წელი შესრულდება. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილმა მოძრაობამ პირველი მანიფესტაცია 2018 წლის 17 ნოემბერს გამართა.

აქციის მონაწილეები გადასახდების გაზრდას და საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე მოთხოვნები გაიზარდა. უქმე დღეს დაგეგმილი ტრადიციული დემონსტრაციები ხშირ შემთვევაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებით და მასობრივი დაკავებებით სრულდებოდა.