მასობრივი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია გაიმართა
მასობრივი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია გაიმართა

საფრანგეთის დედაქალაქში მასობრივი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად ყვითელჟილეტიანების აქცია გაიმართა.

დემონსტრაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტეკებაც მოხდა. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირიც. აქციის დროს დააკავეს 17 ადამიანი.

ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო, 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.