პარიზში „ყვითელჟილეტიანთა“ აქტივისტები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ
პარიზში „ყვითელჟილეტიანთა“ აქტივისტები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ

პარიზის ქუჩებში მოძრაობა „ყვითელჟილეტიანთა“ აქტივისტები და მხარდამჭერები იკრიბებიან. მოძრაობა დღეიდან საპროტესტო გამოსვლების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციის უფროსი დიდიე ლალემანი აქციის მონაწილეებს სიმშვიდესა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. პოლიციის უფროსის თქმით, დემონსტრაციის ჩატარება ორი პირობით არის შესაძლებელი – თუ არ იქნება ნგრევის სურვილი და აქციის მონაწილეები პატივს სცემენ ჯანდაცვის შესაბამის ზომებს.

„ეს საპროტესტო აქციები, არა მხოლოდ „ყვითელჟილეტიანთა“, არამედ ათობით სხვა აქცია პარიზში, უნდა ჩატარდეს ორი პირობით. პირველი, ის უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად, ნგრევის გარეშე. თუ იქნება ნგრევის სურვილი, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ ადგილზე ვიქნებით და ამის გაკეთებაში ხელს შევუშლით. ასევე საპროტესტო გამოსვლებს დავუშვებ, თუ აქციის მონაწილეები პატივს სცემენ დისტანციის წესებს, რადგან ეპიდემია ილ-დე-ფრანსსა და სხვა რეგიონებში, სამწუხაროდ, კვლავ განახლდა“, – განაცხადა დიდიე ლალემანმა.

„ყვითელჟილეტიანთა“ საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთის ქალაქებში 2018 წლის ნოემბრიდან იმართებოდა.

დატოვე კომენტარი