უეფა-მ ევროტურნირებს ბერძნული ფეხბურთის გრანდი „პანათინაიკოსი“ სამი წლით ჩამოაცილა, – იტყობინება ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაციის პრესსამსახური.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი კლუბის მიერ ფინანსური fair play-ის წესების დარღვევა გახდა. გარდა ამისა, „პანათინაიკოსს“ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
საბერძნეთის ჩემპიონატის 28 ტურის შემდეგ, „პანათინაიკოსი“ სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეშვიდე ადგილზეა.