„პანათინაიკოსის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „ბაიერნთან“ (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე სამი შეხვედრა გაიმართა. „პანათინაიკოსმა“, რომელიც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება, საკუთარ არენაზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 83-76 დაამარცხა.

ბერძნებმა მხოლოდ მესამე მეოთხედი წააგეს (16-19), რამაც შეხვედრაზე არავითარი გავლენა არ მოახდინა. „პანათინაიკოსის“ რიგებში 17 ქულით საუკეთესო გეორგიოს კალაიტზაკისი გამოდგა. 14 ქულა დააგროვა ჰობვარდ სენტ-რუსმა. 12-12 ქულა ჰქონდათ გეორგიუს პაპაიანისსა და იოანის პაპაპეტრუს.

გერმანულ გუნდში ყველაზე მეტი, 20 ქულა ვლადიმერ ლუჩიჩის ანგარიშზეა. 12-12 ქულა მიითვალეს ჯალენ რეინოლდსმა და ვეიდ ბოლდვინმა.

ფენერბახჩე – ვალენსია 86-90

ლიონი – ბარსელონა 80-68