პაპუნაშვილის მენეჯერი არ ადასტურებს - „პანათინაიკოსიდან“ არავინ შეგვხმიანებია
პაპუნაშვილის მენეჯერი არ ადასტურებს - „პანათინაიკოსიდან“ არავინ შეგვხმიანებია

ლევან ზუხბაია გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერზე ბერძნულ კლუბ „პანათაინაიკოსთან“ მოლაპარაკებას არ ადასტურებს – ქართველი მენეჯერის კომენტარი ბერძნულმა გამოცემა „სპორტდოგმა“ (sportdog) გაავრცელა.

„ათენის „პანათინაიკოსთან“ არც მე მაქვს კავშირი და არც ფეხბურთელს. ტრანსფერის წინაპირობა კი სწორედ ისაა, რომ დაინტერესებული გუნდი მოთამაშეს ან მის მენეჯერს უკავშირდება. ასეთი რამ არ მომხდარა. მე და გიორგი მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა გუნდს, მათ შორის, ცხადია, „პანათინაიკოსს“ – რა თქმა უნდა, თუ ეს გუნდი რეალურად დაინტერესებულია“, – ამბობს ლევან ზუხბაია.

ამავე დროს, მან გამოცემასთან გიორგი პაპუნაშვილის მომავალზეც ილაპარაკა: „ახლანდელი ვითარებით, გიორგის სანტანდერისრასინგში“ დარჩენის შანსს ვერ ვხედავ. ის სარაგოსას „რეალს“ დაუბრუნდება და შემდეგ ვნახავთ, რა წინადადებები და შემოთავაზებები იქნება. შესაძლოა, ისეთი ალტერნატივები გამოჩნდეს, რომ სარაგოსაში დარჩენა რთული იყოს“.

შეგახსენებთ, რომ სარაგოსას „რეალი“ ლა ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გააჩნია. მაგრამ ესპანური და ბერძნული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი პაპუნაშვილი „პანათინაიკოში“ გადადიოდა.

საქართველოს ნაკრებისა და სარაგოსას „რეალის“ შემტევ ნახევარმცველს (რომელიც იჯარით სანტანდერისრასინგში“ თამაშობს) კლუბთან კონტრატქი 2022 წლამდე აკავშირებს. მაგრამ გავრცელებული ცნობების მიხედვით, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო, სარაგოსელებს მისი გაყიდვა და სახელფასო ფონდში თანხის გამოთავისუფლება სურთ.