ფათიჰ თერიმი „პანათინაიკოსის“ მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ფათიჰ თერიმი „პანათინაიკოსის“ მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ბერძნული „პანათინაიკოსის“ მთავარი მწვრთნელი გამოცდილი თურქი სპეციალისტი ფათიჰ თერიმი გახდა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ათენის გუნდთან თერიმმა 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „პანათინაიკოსის“ მესაჭე ის 2025 წლის ზაფხულის ჩათვლით იქნება.

თურქმა სპეციალისტმა თანამდებობაზე ივან იოვანოვიჩი შეცვალა, რომლის მუშაობითაც კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილოები იყვნენ.

70 წლის ფათიჰ თერიმი ბოლოს „გალათასარაის“ წვრთნიდა და გუნდი 2022 წელს დატოვა. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე მან რვაჯერ მოიგო თურქეთის სუპერლიგა „გალათასარაისთან“ ერთად, 2001 უეფა-ს თასიც მოიპოვა.

თერიმთან ერთად თურქეთის ეროვნული ნაკრები 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება მის ახალ გუნდს, „პანათინაიკოსი“ ამჟამად საბერძნეთის უმაღლეს დივიზიონში მეორე ადგილზეა და სალონიკის პაოკ-ს ჩამორჩება.