ევროლიგის მეხუთე ტურის მატჩები (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მეხუთე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „პანათინაიკოსმა“. ბერძნებმა საკუთარ არენაზე „ფენერბახჩეს“ უმასპინძლეს და მეტოქეს დიდი ანგარიშით 82-68 მოუგეს.

ბერძნების რიგებში 28 ქულით ყველაზე შედეგიანი ნემანია ნედოვიჩი გამოდგა. 11 ქულა ჰქონდა კიფერ საიკსს.

სტუმართა შორის 17 ქულა ლორენცო ბრაუნის ანგარიშზეა.

5 ტურის შემდეგ ევროლიგას 4 მოგებითა და 1 მარცხით „ჟალგირისი“ ლიდერობს.

 

ჟალგირისი – ვალენსია 82-94

ცრვენა ზვეზდა – ცსკა 86-84 (ოვერტაიმი)

ზენიტი – ოლიმპია მილანო – გადაიდო

ალბა – ბასკონია – გადაიდო