საბერძნეთში ორი თვე საფეხბურთო მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება #1TVSPORT
საბერძნეთში ორი თვე საფეხბურთო მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება #1TVSPORT

უახლოესი ორი თვის განმავლობაში საბერძნეთში გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აეკრძალა. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა პავლოს მარინაკისმა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ფანების დაჯგუფებების მხრიდან ძალადობის შესაწყვეტად.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში საბერძნეთის ჩემპიონატის ყველა მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართება. 2024 წლის 14 თებერვლამდე შეფასდება ამ გადაწყვეტილების შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ სრულად არ იქნება დაცული საფეხბურთო მატჩების უსაფრთხოდ ჩატარების სამართლებლივი პირობები, განვიხილავთ სანქციების გაგრძელების შესაძლებლობას. საბოლოო მიზანია ავაცილოთ რისკები მატჩების მონაწილეებს, ასევე მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“, – მოჰყავს მარინაკისის სიტყვები სააგენტო Reuters-ს.

რამდენიმე დღის წინ, ფრენბურთის მატჩი ათენში „ოლიმპიაკოსსა“ და „პანათინაიკოსს“ შორის 150 გულშემატკივრისა და პოლიციის შეტაკებით დასრულდა, რის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სამართალდამცავი.

მაყურებლების გარეშე პირველი მატჩი იყო „ოლიმპიაკოსის“ საშინაო შეხვედრა ევროპის ლიგაზე სერბული „ბაჩკა ტოპოლას“ წინააღმდეგ.