ესპანური გამოცემა ადასტურებს - პაპუნაშვილი საბერძნეთში მიდის
ესპანური გამოცემა ადასტურებს - პაპუნაშვილი საბერძნეთში მიდის

სარაგოსას „რეალი“ ლა ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გააჩნია. მაგრამ ესპანური გამოცემა „ელდესმარკას“ ცნობით, გუნდმა მიზანს რომც მიაღწიოს, გიორგი პაპუნაშვილი გუნდში არ დარჩება და საბერძნეთში გადავა.

გამოცემა ბერძნულ მედიაში გავრცელებულ ამბავს ადასტურებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრებისა და სარაგოსას „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა (რომელიც იჯარით სანტანდერისრასინგში“ თამაშობ) ათენის „პანათინაიკოსისგან“ კონკრეტული წინადადება მიიღო.

„სარაგოსას „რეალში“ იმედოვნებენ, რომ ვიქტორ ფერნანდესის ხელმძღვანელობით გუნდი ლა ლიგაში დაწინაურდება. თუმცა, შესაძლოა, ამ დროისთვის გუნდში გიორგი პაპუნაშვილი აღარ იყოს, რომელსაც სეზონის დასრულებისას კონტრაქტს ბერძნული გუნდი „პანათინაიკოსი“ სთავაზობს. ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ ქართველი სარაგოსას კლუბის მწვრთნელის სამომავლო გეგმებში არ შედის“- წერს გამოცემა.