„ოლიმპიაკოსმა“ „პანათინაიკოსი“ დაამარცხა და ევროლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - ევროლიგის მეორე ტურის მატჩები (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მეორე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. ათენში „პანათინაიკოსმა“ „ოლიმპიაკოსი“ მიიღო და შვიდი ქულის სხვაობით დამარცხდა. სტუმრები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვეს.

„ოლიმპიაკოსის“ რიგებში საუკეთესო 17 ქულით გეორგიუს პრინტეზისი გამოდგა. 10 ქულა მიითვალა შაკილ მცკისიჩმა.

მასპინძელთა შორის 15 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკუს ფოსტერი იყო. 14 ქულა დააგროვა იოანის პაპაპეტრუმ.

ცრვენა ზვეზდა – ბასკონია 90-73

ზენიტი – ბარსელონა 74-70

ალბა – ბაიერნი 72-90

ოლიმპია მილანო – ლიონი 87-73