საკალათბურთო ევროლიგის ფინალში „რეალ მადრიდი“ „პანათინაიკოსს“ შეხვდება #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის ფინალში „რეალ მადრიდი“ „პანათინაიკოსს“ შეხვდება #1TVSPORT

ბერლინში საკალათბურთო ევროლიგის 2023/2024 წლის სეზონის ნახევარფინალები გაიმართა. „რეალ მადრიდმა“ „ოლიმპიაკოსი“ 87:76 დაამარცხა, ხოლო „პანათინაიკოსმა“ „ფენერბაჰჩეს“ 73:57 სძლია.

მოქმედმა ჩემპიონმა, „რეალ მადრიდმა“ მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც შეხვედრის ბოლომდე აღარ დაუთმია. ესპანური გრანდის რიგებში საუკეთესო 20 ქულით ძანან მუსა იყო.

„პანათინაიკოსისა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამართულ მატჩში პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ბერძნებმა მნიშვნელოვანი „გაქცევა“ მესამე მეოთხედში მოაწყვეს, ხოლო უკანასკნელ მეოთხედში თურქულმა გუნდმა მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო. ათენელების რიგებში 17 ქულით საუკეთესო ფრანგი მატიას ლესო იყო.

„რეალ მადრიდისა“ და „პანათინაიკოსის“ ფინალური მატჩი 26 მაისს შედგება.