მარიამ კუბლაშვილი - მაჩალიკაშვილის საქმის მასალებში ბევრი კითხვაა
მარიამ კუბლაშვილი - მაჩალიკაშვილის საქმის მასალებში ბევრი კითხვაა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილისა და შემდეგ გარდაცვლილის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მასალებში ბევრი კითხვაა.

ადვოკატი იმ შუამდგომლობის მნიშვნელობას განმარტავს, რის გამოც ექსპერტები და გამომძიებლები პანკისის სოფელ დუისში, შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ.

„საგამოძიებო პროცესში ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტ-გამოძიებლები შემთხვევის ადგილს ხელახლა სწავლობენ. მრავალი კითხვაა დღემდე პასუხგაუცემელი. მათ შორის, როგორ აღმოჩნდა ხელყუმბარა იქ, სადაც საგამოძიებო მასალებშია აღნიშნული, ეს აშკარა შეცდომაა. ასევე, სროლის დროს არსებული ლითონის ფრაგმენტი, ტყვია, რომლის ძირითადი ნაწილი არ არის ამოღებული და საქმეში არ დევს. ბუნებრივია, ამ მთავარ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილების ადვოკატმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები და მიწვეული ექსპერტი იმყოფებიან.