ადვოკატი 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას ითხოვს
ადვოკატი 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას ითხოვს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

როგორც მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა მორის მაჩალიკაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით იმყოფებოდა. მისი მიზანი იყო საკუთარი ბიძის უსაფრთხოება. მას ჰქონდა გარკვეული ნივთები, რადგან კარავში ცხოვრობდა და სჭირდებოდა. პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ფიქსირდება და ამას ჩვენ არ უარვყოფთ, მაგრამ ეს ადამიანი უპირატესად მოქმედებდა ბიძის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილის დღევანდელი პროცესი გადაიდო და 3 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი