მარიამ კუბლაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის იდენტობა დადგინდეს
მარიამ კუბლაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის იდენტობა დადგინდეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაწყებულია, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გაკვეთის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, – ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ბიუროროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. კუბლაშვილის თქმით, ექსპერტიზას ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესწრება, რაც ხშირად არ ხდება.

“ ექსპერტიზა დაწყებულია, თუმცა ჩემი ინფორმაციით, გაკვეთის პროცესი არ დაწყებულა. აქ მოხდა ანაბეჭდების აღება, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხელყუმბარაზე მისი იდენტობა დადგინდეს. სხვა პროცედურებს მინიმუმ სამი საათი დასჭირდება. ექსპერტიზის დასრულებისთანავე ტრანსპორტირებას ჩვენ თვითონ ვუზრუნველყობთ და პანკისში გადავასვენებთ. ძალიან რთული იყო,ოჯახი დაგვერწმუნებინა, რომ ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი იყო. ეს მორალურად ძალიან რთული იყო და კატეგორიული უარი იყო, მაგრამ დავითანხმეთ. აგრეთვე ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი ექსპერტიზას დაესწრება. ხშირ შემთხვევაში ეს არ ხდება ხოლმ,ე მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ.

მარიან კუბლაშვილისთვის უცნობია ექსპერტიზის პასუხი როდის იქნება.

“გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ხომ არ არის ორჯერ ნასროლი. ასევე პატარა უცხო სხეულია, რომელსაც ექოსკოპია გვაჩვენებს. ეს უცხო სხეული რა არის, გვაინტერესებს. ასეთი კითხვები გვაქვს. ანაბეჭდებიც აუცილებელი იყო, რომ აღებულიყო. შემდეგ უცხო სხეულის ექსპერტიზა მოხდება. გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ”,- განაცხადა ადვოკატმა.