მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება 
მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება 

წინასწარი დასკვნები არ არსებობს, ექსპერტიზის დასკვნის ვადები საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, გამოკვლევები საკმაოდ საფუძვლიანად ჩატარდა.

“ექსპერტიზას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ექსპერტიზის დროს უცხო სხეულს დიდხანს ვეძებდით და ამოვიღეთ, რომელიც დამატებითი გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა. კომპიუტერულ ტომოგრაფიაში წერია, რომ არის მოყავისფრო ფერის ძალიან მცირე ზომის უცხო სხეული, მაგრამ არის ეს მეტალი, თუ სხვა რამ, ეს უკვე ლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ. მსროლელის პოზა რომ დადგინდეს, უნდა ვიცოდეთ ბოლო წერტილი კედელზე, სადაც ტყვიამ შეწყვიტა მოძრაობა”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდა. გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ.