თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა დასრულდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება, სხვა პროცედურებთან ერთად, ცხედარიდან თითის ანაბეჭდები აიღეს, რათა მოხდეს შედარება, იყო თუ არა მაჩალიკაშვილის ანაბეჭდები ხელყუმბარაზე.

ექსპერტიზას დაესწრო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც.

ექსპერტიზის ბიუროსთან შეკრებილები იყვნენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები.

ადვოკატის განცხადებით, ეს ექსპერტიზა მნიშვნელოვანი იქნება, რათა დადგინდეს, რა ტრაექტორიითა და რა მანძილიდან მოხდა გასროლა.

მაჩალიკაშვილის ცხედარს დღესვე დუისში გადაასვენებენ და ხვალ დაკრძალავენ.

თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში  დღეს დილით გარდაიცვალა.