მაჩალიკაშვილების ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას დადებითად აფასებს
მაჩალიკაშვილების ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას დადებითად აფასებს

გენერალურ პროკურორთან შეხვედრას დადებითად შევაფასებდი, – ამის შესახებ მარიამ კუბლაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენი მხრიდან აქცენტი იყო, რომ საქმის მასალებზე გვქონოდა წვდომა. პირველი თხოვნა და მოთხოვნა იყო დაზარალებულის სტატუსზე. პასუხი შემდეგია – უნდა დაელოდონ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებს და გარდაცვალების მიზეზის დადგენას. უფრო დადებითად შევაფასებდი შეხვედრას, რადგან ეს აუცილებელი იყო. ოჯახს უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ვაპირებთ მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნაზე – იყო თუ არა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარება თემირლან მაჩალიკაშვილისთვის და ჩატარდა თუ არა დროულად ოპერაცია”, – განაცხადა ადვოკატმა.