„კავალიერსმა“ ოვერტაიმში „კლიპერსი“ დაამარცხა, „სან-ანტონიო სფერსმა“ ბოლო წამებზე, „ოკლაჰომას“ მოუგო
„კავალიერსმა“ ოვერტაიმში „კლიპერსი“ დაამარცხა, „სან-ანტონიო სფერსმა“ ბოლო წამებზე, „ოკლაჰომას“ მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის, დღეს გამართული მატჩებიდან, განსაკუთრებულ ინტერესს, ორი შეხვედრა იწვევდა. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონმა, „კლივლენდ კავალიერსმა“ ლოს-ანჯელეს „კლიპერსს“ საკუთარ „ქიქენ ლოანს არენაზე“ უმასპინძლა და ოვერტაიმში, ანგარიშით 118-113 დაამარცხა.

თამაშის ძირითადი დრო 105-105 დასრულდა. დამატებით ხუთწუთიან მონაკვეთში, ლებრონ ჯეიმსისა და კევინ ლავის კარგი თამაშის წყალობით, მასპინძლებმა, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. ჯეიმსის მონაგარმა 39 ქულა, 14 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. ლავის ანგარიშზე, 25 ქულა და 8 მოხსნაა. სტუმართა შორის, ბლეიკ გრიფინი გამოირჩა 23 ქულით და 12 მოხსნით.

დასავლეთ კონფერენციის ორი ფავორიტი, ერთმანეთს „ეი თი ენდ თი ცენტრში“ დაუპირისპირდა. „სან-ანტოინიო სფერსის“ და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ დაპირისპირებამ, გულშემატკივართა ინტერესი გაამართლა. სტუმრები, პრაქტიკულად, მთელი მატჩის განმავლობაში ლდიერობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა, თამაშის შემოტრიალება შესძლო. საბოლოდ, ტექსასურმა კლუბმა, 104-101 გაიმარჯვა. ლამარკუს ოლდრიჯმა „სფერსს“ 26 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. დანი გრინის ანგარიშზე, 17 ქულა დაფიქსირდა. სან ანტონიო დასავლეთში მე-4- პოზიციაზეა. ოკლაჰომაში, 18 ქულა მოაგროვა პოლ ჯორჯმა. რასელ უესტბრუკმა, კვლავ სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. უკანახაზელის მონაგარმა: 15 ქულა, 9 მოხსნა და 9 ზუსტი პასი შეადგინა. „სითი თანდერი“ ამ ეტაპზე, დასავლეთ კონფერენციაში, „პლეი ოფის“ ზონაში არ იმყოფება.