„ფინიქსმა“ კრის პოლის გარეშე ფინალი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
„ფინიქსმა“ კრის პოლის გარეშე ფინალი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

დასავლეთ კონფერენციაში ფინალური სერია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო, „ფინიქსს“ აკლდა კრის პოლი, გუნდმა მოიგო სერიის პირველი შეხვედრა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. „ფინიქსის მაქსიმალური ლიდერობა 10 ქულას შეადგენდა, „კლიპერსის“ – ექვს ქულას. ლოსანჯელესელებმა ასეთი სხვაობა მესამე მეოთხედში დააფიქსირეს, როცა 16:2 გაქცევა მოაწყვეს. თამაშში ლიდერი 20-ჯერ შეიცვალა და 13-ჯერ იყო თანაბარი ანგარიში.

კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა დევინ ბუკერმა – 40 ქულა, 13 მოხსნა, 11 პასი. მისი დახმარებით ერთ-ერთი გადამწყვეტი გაქცევა „ფინიქსს“ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ჰქონდა, როცა 93:93-ზე 12:2 სპურტი მოაწყო. თუმცა, სირენამდე 22 წამით ადრე, „კლიპერსმა“ სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, რასაც საპასუხოდ ბუკერის ჩატენვა მოჰყვა.

„ფინიქსისთვის“ ეს ზედიზედ მერვე მოგება იყო.

„კლიპერსის“ რიგებში ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა კავაი ლეონარდმა.

 

ფინიქსი-კლიპერსი 120:114 (21:21, 36:33, 36:39, 27:21)

: ბუკერი (40+13 მოხსნა+11 პასი), ეიტონი (20+9 მოხსნა), ბრიჯესი (14), კრაუდერი (13), პეინი (11+9 პასი) – სასტარტო; კ. ჯონსონი (12), კრეიგი (8), შარიჩი (2), მური (0).

: ჯორჯი (34), ჯექსონი (24), მენი (9), მარკუს მორისი (6), ბატუმი (5+10 მოხსნა) – სასტარტო; კაზინსი (11), ზუბაცი (9), რონდო (8+7 პასი), კენარდი (6), ბევერლი (2).

სერია: 1-0

დატოვე კომენტარი