დონჩიჩის 39 ქულით „დალასმა“ „კლიპერსს“ მეორე გასვლითი მატჩი მოუგო #1TVSPORT
დონჩიჩის 39 ქულით „დალასმა“ „კლიპერსს“ მეორე გასვლითი მატჩი მოუგო #1TVSPORT

„დალასმა“ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა მეორე რაუნდისკენ – ლუკა დონჩიჩის გუნდმა მეორედ მოუგო გასვლაზე „კლიპერსს“ და ახლა ორი შეხვედრა ელოდება საკუთარ მოედანზე.

„მავერიქსი“ თითქმის მთელი მატჩი წინ იყო, თუმცა, მეორე და მესამე მეოთხედებში „კლიპერსმა“ რამდენჯერმე მოახერხა წინ გასვლა. ამ პერიოდში ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა და ცხრაჯერ იყო თანაბარი ანგარიში.

„დალასმა“ ისევ კარგად ისროლა სამქულიანები. პირველ მატჩში ტექსასურმა გუნდმა 17 შორეული ტყორცნა ჩააგდო, ამჯერად კი 34-დან 18 სამქულიანი გამოიყენა.

შეხვედრა დონჩიჩისა და კავაი ლეონარდის დუელად გადაიქცა. სლოვენიელმა 39 ქულა ჩააგდო, ლეონარდმა – 41, თუმცა, აქედან 30 პირველ ტაიმში, მეორეში კი დალასელებმა შეძლეს მისი გაჩერება.

 

კლიპერსი-დალასი 121:127 (33:35, 40:36, 19:30, 29:26)

: ლეონარდი (41), ჯორჯი (28+12 მოხსნა+6 პასი), მარკუს მორისი (9), ბევერლი (3), ზუბაცი (2) – სასტარტო; ჯექსონი (15), ბატუმი (9), მენი (8), რონდო (4+7 პასი), იბაკა (2).

: დონჩიჩი (39+7 მოხსნა+7 პასი), ჰარდუეი (28), პორზინგისი (20), კლებერი (13), ფინი-სმიტი (3) – სასტარტო; ბრანსონი (9), რიჩარდსონი (9), კოული-სტაინი (6), პაუელი (0), მელი (0).

სერია: 0-2