კავაი ლეონარდი „კლიპერსში“ რჩება - ოთხწლიანი კონტრაქტი და 176 მილიონი დოლარი #1TVSPORT
კავაი ლეონარდი „კლიპერსში“ რჩება - ოთხწლიანი კონტრაქტი და 176 მილიონი დოლარი #1TVSPORT

კავაი ლეონარდმაკლიპერსთან“ ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის 176.3 მილიონ დოლარს მიიღებს.

30 წლის კალათბურთელი ლოს ანჯელესში წინა კვირას დაბრუნდა. კავაი ორი სეზონია, რაც „კლიპერსის“ ღირსებას იცავს და ამ დროის განმავლობაში ის საშუალოდ 26 ქულას, 6.8 მოხსნასა და 5 პასს აგროვებდა.

გასულ სეზონში, NBA-ის ორგზის გამარჯვებული საშუალოდ 34.1 წუთს თამაშობდა. მისი მონაგარი კი 24.8 ქულა იყო. სეზონის ბოლოს მან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას კონფერენციის ნახევარფინალის ზოგიერთი მატჩებისა და მთლიანად ფინალის გამოტოვება მოუწია. მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილმა „კლიპერსმა“ კი „იუტა ჯაზის“ ბარიერი გადალახა, მაგრამ სუპერფინალის საგზურისათვის ბრძოლაში არ გაუმართლა და „ფინიქს სანსთან“ სერიაში 2:4 დამარცხდა.

სეზონის დასრულების შემდეგ, კავაიმ ოპერაცია გაიკეთა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება პარკეტს ამერიკელი კალათბურთელი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის სეზონის უმეტეს ნაწილს გამოტოვებს.