„კლიპერსმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო – ნბა-ის დღის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ხუთი შეხვედრა გაიმართა. „კლიპერსმა“ ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო. ლოს ანჯელესელებმა „სტეიპლს ცენტრში“ „საკრამენტოს“ უმასპინძლეს და მოულოდნელად, სამი ქულის სხვაობით 110:113 დამარცხდნენ.
„კინგსის“ რიგებში საუკეთესო დეაარონ ფოქსი გამოდგა, მის ანგარიშზე 36 ქულაა. რიჩაუნ ჰოლმსმა 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 22 ქულა ჰქონდა ბადი ჰილდს. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
„კლიპერსში“ კვლავ არ უთამაშია პოლ ჯორჯს. მის არყოფნაში კავაი ლეონარდმა 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. 23 ქულა დააგროვა ლუ ვილიამსმა. 12 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა მატჩი ივიცა ზუბაცმა.
შარლოტი – ვაშინგტონი 119:97
https://youtu.be/uuebQ-G_A84
ინდიანა – იუტა 95:103
https://youtu.be/E2glgulrSeo
ნიუ იორკი – მაიამი 103:109
https://youtu.be/VoNcwhuEGrU
ფინიქსი – ბოსტონი 100:91
https://youtu.be/loTsFCcbzsI