„მილუოკიმ“ „კლიპერსი“ ბოლო პერიოდში გატეხა – იანისმა 36 ქულა დააგროვა [ვიდეო]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი მილუოკიში ადგილობრივ „ბაქსსა“ და „კლიპერსს“ შორის შედგა. მეოთხე პერიოდის წინ ლოს ანჯელესელები 4 ქულის სხვაობით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი 12-წუთიანი მონაკვეთი „ბაქსმა“ მაღალ დონეზე ჩაატარა (28-19) და საბოლოოდ, მატჩი 5 ქულის სხვაობით 105:100 მოიგო.
36 ქულითა და 14 მოხსნით, ორმაგი დუბლი გაიფორმა იანის ანტეტოკუნმპომ. 19 ქულა ჰქონდა კრის მიდლტონს.
„კლიპერსის“ რიგებში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი გამოდგა. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა სერჟ იბაკამ. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა პოლ ჯორჯმა.
„კლიპერსი“ 24 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. პირველ და მეორე ადგილებზე „იუტა“ და მეორე ლოს ანჯელესური გუნდი, მოქმედი ჩემპიონი „ლეიკერსი“ იმყოფებიან. „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 13 მარცხით მესამე ადგილზეა. ლიდერები კი „ფილადელფია“ და „ბრუკლინი“ არიან.
მილუოკი – კლიპერსი 105:100
https://www.youtube.com/watch?v=7CgakjQIxiU
ბოსტონი – ვაშინგტონი 111:110
https://www.youtube.com/watch?v=3pJwouO8gn8
დეტროიტი – ნიუ იორკი 90:109
https://www.youtube.com/watch?v=3US2EeQr1n8
მაიამი – ატლანტა 109:99
https://www.youtube.com/watch?v=RcWUxCB-XnU
ჰიუსტონი – მემფისი 84:133
https://www.youtube.com/watch?v=zQOE9P1FbJY
ლეიკერსი – გოლდენ სტეიტი 117:91
https://www.youtube.com/watch?v=oA7asc05vk0
მინესოტა – ფინიქსი 99:118
https://www.youtube.com/watch?v=TmjTFcqeQYE
საკრამენტო – შარლოტი 126:127
https://www.youtube.com/watch?v=Uq–sJX6hTs