„კლიპერსი“ ისტორიაში პირველად გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში [ვიდეო] #1TVSPORT
„კლიპერსი“ ისტორიაში პირველად გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატის გამარჯვებული „იუტა ჯაზი“ პლეი ოფს გამოეთიშა. „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ სერიის მეექვსე მატჩში „ჯაზმენები“ მესამე მეოთხედის პირველ წუთებში 25 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ შემდეგ „კლიპერსმა“ სასწაული მოახდინა – 71:90-ზე 23:4 გაქცევა შეძლო და მეოთხე მეოთხედის სტარტზე ანგარიში გაათანაბრა – 94:94. ამ 12-წუთეულის გმირი აღმოჩნდა ტერენს მენი, რომელმაც 20 ქულა აიღო, სულ კი 39 ქულა დააგროვა.

მეოთხე მეოთხედში გუნდებმა ორ-ორჯერ გაცვალეს ლიდერობა, რის შემდეგაც „კლიპერსმა“ 9:0 გაქცევა შეძლო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

კალიფორნიელებმა სერია 4:2 მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „კლიპერსი“ პირველად თავისი არსებობის ისტორიაში დასავლეთი კონფერენციის ფინალში ითამაშებს. მისი მეტოქე „ფინიქს სანზი“ იქნება, რომელმაც თავის სერიაში 4:0 მოუგო „დენვერს“.

კლიპერსი-იუტა 131:119 (31:33, 19:39, 41:22, 40:25)

: მენი (39), ჯორჯი (28+9 მოხსნა+7 პასი), ჯექსონი (27+10 პასი), ბატუმი (16+7 მოხსნა), მარკუს მორისი (7) – სასტარტო; ბევერლი (12), რონდო (2), კოფი (0), სკრაბი (0), ოტურუ (0), ზუბაცი (0), ფერელი (0), კენარდი (0).

: მიტჩელი (39+9 მოხსნა+9 პასი), ო’ნილი (21+10 მოხსნა), ბოიან ბოგდანოვიჩი (14), გობერი (12+10 მოხსნა), კონლი (5) – სასტარტო; კლარკსონი (21), ინგლსი (5), ფეივორსი (2), ნიანგი (0), ფორესტი (0).

სერია: 4-2

დატოვე კომენტარი