„ბრუკლინმა“ „კლიპერსი“ დაამარცხა, ირვინგი საუკეთესო იყო – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი ნიუ იორკში „ბრუკლინსა“ და „კლიპერსს“ შორის ჩატარდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სტივ ნეშის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის დასასრულს მოიპოვა და საბოლოოდ, 124-120 გაიმარჯვა.
„ნეთსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 39 ქულით კაირი ირვინგი გამოდგა. ჯეიმს ჰარდენმა 23 ქულით, 11 მოხსნითა და 14 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. კევინ დურანტმა 28 ქულა მიითვალა.
სტუმართა შორის კი 33 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. 26 ქულით დაასრულა შეხვედრა პოლ ჯორჯმა. 21 ქულა დააგროვა ნიკოლა ბათუმმა.
„კლიპერსს“ წაგების მიუხედავად, რეგულარულ სეზონზე 16 მოგება და 6 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. „ბრუკლინი“ კი 14 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა.
ბრუკლინი – კლიპერსი 124:120
https://www.youtube.com/watch?v=EkMbV2tukhU
ორლანდო – ტორონტო 108:123
https://www.youtube.com/watch?v=Twgg2CP16zs
ინდიანა – მემფისი 134:116
https://www.youtube.com/watch?v=1KbRv3-YtFw
ვაშინგტონი – პორტლენდი 121:132
https://www.youtube.com/watch?v=mgPtNCFXD3U
იუტა – დეტროიტი 117:105
https://www.youtube.com/watch?v=PPE5aHHBc5g
გოლდენ სტეიტი – ბოსტონი 107:111
https://www.youtube.com/watch?v=d287Ru3MpDk