„ბრუკლინმა“ „კლიპერსი“ დაამარცხა, ირვინგი საუკეთესო იყო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
„ბრუკლინმა“ „კლიპერსი“ დაამარცხა, ირვინგი საუკეთესო იყო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი ნიუ იორკშიბრუკლინსა“ და „კლიპერსს“ შორის ჩატარდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სტივ ნეშის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის დასასრულს მოიპოვა და საბოლოოდ, 124-120 გაიმარჯვა.

„ნეთსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 39 ქულით კაირი ირვინგი გამოდგა. ჯეიმს ჰარდენმა 23 ქულით, 11 მოხსნითა და 14 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. კევინ დურანტმა 28 ქულა მიითვალა.

სტუმართა შორის კი 33 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. 26 ქულით დაასრულა შეხვედრა პოლ ჯორჯმა. 21 ქულა დააგროვა ნიკოლა ბათუმმა.

კლიპერსს“ წაგების მიუხედავად, რეგულარულ სეზონზე 16 მოგება და 6 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. „ბრუკლინი“ კი 14 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა.

 

ბრუკლინი – კლიპერსი 124:120

 

ორლანდო – ტორონტო 108:123

 

ინდიანა – მემფისი 134:116

 

ვაშინგტონი – პორტლენდი 121:132

 

იუტა – დეტროიტი 117:105

 

გოლდენ სტეიტი – ბოსტონი 107:111