NBA All Star 2022-ის ხმის მიცემაში სტეფ კარი და კევინ დურანტი ლიდერობენ #1TVSPORT
NBA All Star 2022-ის ხმის მიცემაში სტეფ კარი და კევინ დურანტი ლიდერობენ #1TVSPORT

რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო NBA-ის 2022 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ შემადგენლობების ასარჩევად ფანების გამოკითხვა. პირველი საშუალედო შედეგების მიხედვით, დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობს „გოლდენ სტეიტის“ მცველი სტეფენ კარი, აღმოსავლეთ კონფერენციაში – „ბრუკლინის“ ფორვარდი კევინ დურანტი.

ამ მომენტისთვის, კარის 2 584 623 ხმა აქვს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მთლიანად ლიგაში. დურანტმა 2 360 435 ხმა მიიღო. მესამე ადგილს იკავებს „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო – 2 145 835 ხმა.

დღეისთვის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ხუთეულები ასე გამოიყურება:

დასავლეთი – სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), პოლ ჯორჯი (კლიპერსი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

აღმოსავლეთი – დემარ დეროზანი (ჩიკაგო), ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი), კევინ დურანტი (ბრუკლინი), იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია).