დონჩიჩის მორიგი ფენომენალური მატჩი - „დალასს" მეოთხედფინალამდე ერთი მოგება აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT
დონჩიჩის მორიგი ფენომენალური მატჩი - „დალასს" მეოთხედფინალამდე ერთი მოგება აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გრძელდება პლეი-ოფის სერიები. მორიგი მოულოდნელობა დაფიქსირდა ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“, სადაც „კლიპერსმა“ ტეხასში ორი მოგებული მატჩის შემდეგ „დალასს“ საკუთარ არენაზე კვლავ უმასპინძლა, თუმცა ისევ დამარცხდა (100:105). ლოს ანჯელესელებმა ტეხასურ გუნდთან სამივე საშინაო მატჩი დათმეს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო დალასელთა სლოვენიელი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 42 ქულითა და 14 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის წარმატებაში მთავარი როლი შეასრულა. დონჩიჩს სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა. შეხვედრა 20 ქულით დაასრულა ტიმ ჰარდევეიმ.

„კლიპერსში“ ყველაზე შედეგიანი 23 ქულითა და 10 მოხსნით პოლ ჯორჯი გამოდგა. კავაი ლეონარდმა რეჯი ჯექსონის მსგავსად 20 ქულა მიითვალა.

„დალასი“ „კლიპერსთან“ სერიაში სამით ორს იგებს და ხუთი ივნისს საკუთარ არენაზე წარმატებულად ჩატარებული მატჩის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.


სერია დახურა „ატლანტამ“, რომელმაც საბოლოოდ „ნიუ იორკი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში „ფილადელფიას“ შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ანალოგიური ანგარიშით მოუგო სერია „ვაშინგტონს“.

უპრობლემოდ დაძლია „მემფისის“ ბარიერი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა „იუტამ“, რომელმაც ასევე მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო „გრიზლისთან“.

ფილადელფია – ვაშინგტონი 129-112

ნიუ იორკი – ატლანტა 89-103

იუტა – მემფისი 126-110

დატოვე კომენტარი