„დენვერმა“ „კლიპერსი“ „სტეიპლს ცენტრში“ დაამარცხა – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გრძელდება რეგულარული სეზონი. „კლიპერსმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ლოს ანჯელესელები „სტეიპლს ცენტრში“ „დენვერს“ დაუპირისპირდნენ და 94:101 წააგეს.
„ნაგეთსი“ მატჩის მსვლელობას დამაჯერებლად აკონტროლებდა. დიდ შესვენებაზე დენვერელები 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. „კლიპერსმა“ მატჩის მოტრიალება ვერც მეორე ნახევარში შეძლო და საბოლოოდ, 7 ქულის სხვაობით დამარცხდა.
„დენვერის“ რიგებში 20 ქულა მიითვალა მაიკლ პორტერმა. 23 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ჯამალ მარეიმ. ნიკოლა იოკიჩისა და აარონ გორდონის მონაგარი 14-14 ქულა იყო. 19 ქულაა ვილ ბარტონის ანგარიშზე.
ტაირონ ლუს გუნდში 24 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კავაი ლეონარდმა. პოლ ჯორჯი 17 ქულით შემოიფარგლა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 18 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ტერენს მანმა.
„კლიპერსი“ 32 მოგებითა და 18 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „დენვერი“ 30 მოგებითა და 18 მარცხით მე-4-მე-5 ადგილებს „ლეიკერსთან“ ინაწილებს.
კლიპერსი – დენვერი 94:101
https://www.youtube.com/watch?v=ttAYQ6n2YZ0
დეტროიტი – ვაშინგტონი 120:91
https://www.youtube.com/watch?v=W7K80kTmHdg
კლივლენდი – ფილადელფია 94:114
https://www.youtube.com/watch?v=4BQVIgIBLl4
ბრუკლინი – შარლოტი 111:89
https://www.youtube.com/watch?v=q03o5SXVgMc
ნიუ ორლეანსი – ორლანდო 110:115 (ოვერტაიმი)
https://www.youtube.com/watch?v=dOU7gq30MCs
მაიამი – გოლდენ სტეიტი 116:109
https://www.youtube.com/watch?v=_hYTtF1ZePU
სან ანტონიო – ატლანტა 129:134 (ორი ოვერტაიმი)
https://www.youtube.com/watch?v=FoCEwFcrznE