ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ გვსურს ესკალაცია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ გვსურს ესკალაცია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ირანს არ სურს ესკალაცია. ეს განცხადება მუჰამედ ჯავად ზარიფმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.

„ირანმა მიიღო და აღასრულა პროპორციული ზომები თავდაცვის მიზნით, რაც გათვალისწინებულია გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლით და დარტყმა განახორციელა ბაზაზე, საიდანაც მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ჩვენი მოქალაქეებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.