დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუჰამედ ჯავად ზარიფს ტელეფონით ესაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი მიესალმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პირადად ვერ უმასპინძლა კოლეგას.

„მინისტრებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდება ამ მიმართულებით. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში კვლავ მიეცემათ შეხვედრის შესაძლებლობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.