ჯო ბაიდენი - აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის, ვიდრე თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს
ჯო ბაიდენი - აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის, ვიდრე თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანისთვის დაწესებულ სანქციებს მანამდე არ მოხსნის, ვიდრე თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეაჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულება პირველ რიგში ირანმა უნდა განაახლოს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეაჩერებს თუ არა ირანი ურანის გამდიდრებას პირველი, ბაიდენმა მტკიცების ნიშნად თავი დააქნია.

პარალელურად, ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრა ირანის სულიერმა ლიდერმაც. აიათოლა ალი ხამენეის თქმით, თეირანის პოლიტიკის ცვლილებამდე, აშშ-მა ყველა სანქცია უნდა მოხსნას.