ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

04:39, 08.01.2020

ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეს დარტყმები არის თეირანის პასუხი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე.

ჯერ უცნობია, მოჰყვა თუ არა დარტყმას მსხვერპლი.

პენტაგონში აცხადებენ, რომ სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებენ.

„ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ბაზის მიმართულებით სულ მცირე ათი რაკეტა ისროლეს.

მსგავსი