ირანის მთავრობის პრესსპიკერი – აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ირანი გამანადგურებელ პასუხს დაუპირისპირებს

19:21, 17.11.2020
FILE PHOTO: An Iranian flag is pictured near in a missile during a military drill, with the participation of Iran’s Air Defense units, Iran October 19, 2020. Picture taken October 19, 2020. WANA (West Asia News Agency) via REUTERS

აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას ირანი „გამანადგურებელ“ პასუხს დაუპირისპირებს, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის განხორციელების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვა. რამდენიმე სცენარის განხილვის შემდგომ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, არ გადაედგა მსგავსი ნაბიჯი.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები თეთრ სახლში არ გაკეთებულა.

მსგავსი