მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შესაძლო ვარიანტებზე შეკითხვები დასვა
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შესაძლო ვარიანტებზე შეკითხვები დასვა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის განხორციელების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებით დასვა შეკითხვები.

„როიტერის“ ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ოვალურ კაბინეტში გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ახალი თავდაცვის მდივანი კრისტოფერ მილერი ესწრებოდნენ.

„მან ვარიანტები იკითხა. მათ რამდენიმე სცენარი უთხრეს და პრეზიდენტმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ გადაედგა მსგავსი ნაბიჯი“, – აცხადებს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ თეთრ სახლში.