აშშ ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბირთვული პროგრამის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
აშშ ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბირთვული პროგრამის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის მოუწოდებს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, მხარეთა შორის 2015 წელს დადებული ბირთვული პროგრამის შეთანხმების თაობაზე. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ რაისის მისამართით იგივეა, რასაც მის წინამორბედებს ვუგზავნიდით. შეერთებული შტატები დაიცავს და განამტკიცებს საკუთარ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსა და ჩვენი პარტნიორების ინტერესებს. იმედი გვაქვს, ოფიციალური თეირანი გამოიყენებს შესაძლებლობას დიპლომატიური გადაწყვეტილებების მისაღებად. მოვუწოდებთ ირანს, მალე დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, რათა სამუშაოების დასრულებას შევეცადოთ. ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და კონკრეტულ მომენტში 2015 წლის ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებით არსებული სარგებელი გაუქმდება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.