სალომე ზურაბიშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე. პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას.

„საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.