ყასემ სოლეიმანი დაკრძალეს
ყასემ სოლეიმანი დაკრძალეს

აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.

მანამდე, ქალაქ ქერმანში სამგლოვიარო ცერემონიალი რამდენიმე საათით შეწყდა, რადგან გამოსამშვიდობებელ პროცესიაზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათი ნაწილი ჭყლეტაში მოყვა. შედეგად, ბოლო მონაცემებით, 56 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

ყასემ სოლეიმანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის, „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო. მისი ლიკვიდაცია აშშ-ის ავიაიერიშის დროს ბაღდადის აეროპორტში მოხდა. თეირანი მომხდარის გამო ვაშინგტონს საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა.