ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო​

აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო. ამის მიზეზად ირანის ხელისუფლება სამგლოვიარო ცერემონიალზე მისული ადამიანების დიდ რაოდენობას ასახელებს.

ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, ყასემ სოლეიმანისთან გამოსამშვიდობებელ პროცესიაზე ჭყლეტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

ქალაქ ქერმანში მიმდინარე დაკრძალვის ცერემონიაზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

როგორც გენერლის დაკრძალვის ცერემონიალის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, სოლეიმანს დღეს აღარ დაასაფლავებენ. დაკრძალვის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.