ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები სავარაუდოდ 15 მარტს გაიმართება
ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხზე, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები მოლაპარაკებას, სავარაუდოდ 15 მარტს, ბერლინში გამართავენ. ამის შესახებ სააგენტო “როიტერს” გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულმა წყარომ განუცხადა.
ირანთან 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულის მიერ მიღწეულ შეთანხმებას, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია იწუნებს და გასვლით იმუქრება.
ვაშინგტონის პოზიციას არ იზიარებენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები და დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, არ დატოვოს ბირთვული შეთანხმება.
შეთანხმების მიხედვით, ირანმა ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციების მოხსნის პირობა მიიღო.