დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტთან წინაპირობების გარეშე შეხვედრას არ გეგმავს
დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტთან წინაპირობების გარეშე შეხვედრას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან წინაპირობების გარეშე შეხვედრას არ გეგმავს.

„ყალბი მედიასაშუალებები ამბობენ, რომ მე მზად ვარ ირანთან შესახვედრად, პირობების გარეშეც. ეს არასწორი განცხადებაა, როგორც ყოველთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა.

აშშ-ისა და ირანს შორის ურთიერთობები ბირთვული შეთანხმებიდან ვაშინგტონის ცალმხრივი გასვლის შემდეგ დაიძაბა. ტრამპის გადაწყვეტილებით, ირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესედა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანმა რეგიონში დესტაბილიზაციური მოქმედება უნდა შეწყვიტოს და სარაკეტო პროგრამა შეაჩეროს. თეირანში აშშ-თან მოლაპარაკების წინაპირობად სანქციების მოხსნას ასახელებენ.