ურანის გამდიდრების დასაჩქარებლად ირანმა ახალი ცენტრიფუგები აამოქმედა
ურანის გამდიდრების დასაჩქარებლად ირანმა ახალი ცენტრიფუგები აამოქმედა

ურანის გამდიდრების დაჩქარების მიზნით, ირანმა ახალი ცენტრიფუგები აამოქმედა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, ამჟამად ქვეყანა 60 ერთეულ „აიარ 6“-ის ტიპის მოდერნიზებულ ცენტრიფუგას ამუშავებს, ირანელი მეცნიერები კი „აიარ 9“-ზე მუშაობენ, რომელიც „აიარ 1“-ზე 50-ჯერ სწრაფად მუშაობს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ პირველი თაობის „აიარ 1“ ცენტრიფუგებით შეუძლია, „აიარ 6“-ს კი ურანის გამდიდრება 10-ჯერ სწრაფად შეუძლია.

აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ირანის გადაწყვეტილება მცდარი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლისა და ირანზე სანქციების დაწესების შემდეგ, თეირანი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ეტაპობრივად ამცირებს.