ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა 19 ნოემბერს შედგება
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შეხვდება. განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დისკუსია 19 ნოემბერს შენჭენში გაიმართება. ინფორმაცია დაადასტურა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც. პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვს იმედი აქვს, სამმხრივი შეხვედრა დადებით გავლენას მოახდენს საერთაშორისო ვითარებაზე. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი შენჭენში 18-19 ნოემბერს გაიმართება.