ურანის გამდიდრების დასაჩქარებლად ირანმა ახალი ცენტრიფუგები აამოქმედა
ურანის გამდიდრების დაჩქარების მიზნით, ირანმა ახალი ცენტრიფუგები აამოქმედა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, ამჟამად ქვეყანა 60 ერთეულ „აიარ 6“-ის ტიპის მოდერნიზებულ ცენტრიფუგას ამუშავებს, ირანელი მეცნიერები კი „აიარ 9“-ზე მუშაობენ, რომელიც „აიარ 1“-ზე 50-ჯერ სწრაფად მუშაობს.
2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ პირველი თაობის „აიარ 1“ ცენტრიფუგებით შეუძლია, „აიარ 6“-ს კი ურანის გამდიდრება 10-ჯერ სწრაფად შეუძლია.
აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ირანის გადაწყვეტილება მცდარი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლისა და ირანზე სანქციების დაწესების შემდეგ, თეირანი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ეტაპობრივად ამცირებს.