„ესოშიეთიდ პრესი“- თეირანთან ახლოს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს
„ესოშიეთიდ პრესი“- თეირანთან ახლოს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს

თეირანთან ახლოს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსენ ფახრიზადე და მისი პირადი მცველი მაშინ დაშავდანენ, როცა მეცნიერის მანქანას თავს დაესხნენ. ფახრიზადე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა როგორც ირანულ მედიაში წერენ, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აქამდეც გამოუხატავს ინტერესი ფახრიზადეს პიროვნებისადმი.

ფახრიზადე ირანის ე.წ. „იმედის“ პროგრამას ხელმძღვანელობდა. ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირწმუნებოდნენ, რომ პროგრამა ირანში ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდა.