ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანმა ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება შეძლო, რაც დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანმა ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება შეძლო, რაც დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ირანმა ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება შეძლო, რაც დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, ურანის გამდიდრება ახალგაზრდა მეცნიერებმა 16 აპრილს შუა ღამით შეძლეს. „ირანელი ერის ნება არის სასწაულმოქმედი და ის ანადგურებს ნებისმიერ შეთქმულებას“, – წერს მოჰამად ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 14 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება ნათანზის ბირთვული ობიექტის დივერსიის პასუხი იქნებოდა. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი სხვადასხვა სახის რადიოფარმაცევტული საშუალებების წარმოებისთვის იქნება გამოყენებული.

ბირთვული იარაღის შესაქმნელად ურანის 90 პროცენტამდე გაზრდაა საჭირო.