„როიტერი“ - ვენაში დღეს ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება
„როიტერი“ - ვენაში დღეს ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

ექვსი რაუნდის შემდეგ, დღეს ავსტრიის დედაქალაქში ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მოლაპარაკებები ივნისი თვეში შეწყდა, როდესაც ირანში ახალი პრეზიდენტი, ებრაჰი რაისი აირჩიეს. დასავლელი დიპლომატების თქმით, თეირანი მოლაპარაკებებზე ახალი მოთხოვნების წამოყენებას გეგმავს, რომელთა შორის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაა.

ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნულის გამო ირანის დელეგაცია ძირითადად ეკონომისტებით იქნება წარმოდგენილი. ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები კი სანქციების მოხსნის საკითხს ჯერჯერობით არარეალურად მიიჩნევენ.

მოლაპარაკებების დაწყების წინ გამწვავდა უთანხმოება ირანსა და გაერო-ს მეთვალყურე ორგანიზაციასთან – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. ორგანიზაციის განცხადებით, ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრების პროგრამას და გაერო-ს ინსპექტორებს უარს ეუბნება სათვალთვალო სისტემების იმ ადგილებში დამონატაჟებაზე, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ რეალურ სურათს შექმნის, რაც მსოფლიო ძალებთან შეთანხმების მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. მოლაპარაკებები შესაძლოა ისრაელის პოზიციამაც შეაფერხოს, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეთანხმების განახლებას. მედიის თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების ვარიანტებს განიხილავს