ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა უნდა უზრუნველყოს გარანტიები, რომ კვლავ არ გავა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა უნდა უზრუნველყოს გარანტიები, რომ კვლავ არ გავა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, აშშ-მა გარანტიები უნდა უზრუნველყოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან კვლავ არ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, ხატიბზადეს განცხადებით, ვაშინგტონმა თეირანზე დაწესებული ყველა სანქცია უნდა გააუქმოს და მათი არამართებულობა აღიაროს.

აშშ-მა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 2018 წელს დატოვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზად არის 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც აპრილის თვეში შეწყდა, 29 ნოემბერს ვენაში განახლდება. მოლაპარაკებებზე შეთანხმებაში დაგეგმილია აშშ-ის დაბრუნებისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხების განხილვა.

დატოვე კომენტარი