აღმოჩენა მარნეულის მუნიციპალიტეტში

18:30, 15.11.2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნით დათარიღებული კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს. კვლევების შედეგად გამოვლენილია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს.

მსგავსი